1946 წელს, ამერიკელი მასწავლებლის, ედგარ დალეს[1] მიერ შემუშავებულ იქნა „გამოცდილების კონუსი“, რომელსაც დღეს „სწავლების პირამიდას“ (Learning Pyramid) ეძახიან. ამ სტატიის მიზნებისთვის, გამოვიყენებთ ტერმინს „სწავლების მეთოდების პირამიდა“, ვინაიდან ქართულად ასე უფრო კარგად ჩანს მისი შინაარსი. სწავლების მეთოდების პირამიდის[2] ცოდნა დაგეხმარება უკეთ გაიგო, თუ სწავლების რომელი მეთოდი, ან მეთოდთა კომბინაცია უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს მოცემულ სიტუაციაში.
სწავლების მეთოდების პირამიდა მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ეხმარება გააანალიზონ, თუ რომელი მეთოდი უფრო ეფექტურია ამა თუ იმ სხვადასხვა სასწავლო მიზნისა თუ სიტუაციის შესაბამისად. პირამიდა ვიზუალური წარმოდგენაა იმისა, დაახლოებით თუ რა რაოდენობის ინფორმაციას იმახსოვრებს ადამიანი სწავლების ამა თუ იმ მეთოდის შემთხვევაში. ქვემოთ წარმოდგენილია ედგარ დალეს სწავლების მეთოდების პირამიდის თანამედროვე ვარიანტი (იხ. დანართი 2):
დანართი 2. ედგარ დალეს სწავლების მეთოდების პირამიდა
პასიური მეთოდები |
აქტიური მეთოდები |
როგორც ავტორი აცხადებს, პირამიდა არ არის ოფიციალურ კვლევაზე დაყრდნობით შემუშავებული და არ უნდა მივიღოთ სერიოზულად.[3] მიუხედავად ამ განცხადებისა, პირამიდამ საკმაო პოპულარობა მოიპოვა საგანმანათლებლო სივრცეში მსოფლიო მასშტაბით.
[1] ედგარ დალე – https://en.wikipedia.org/wiki/Edgar_Dale
[2] წყარო – https://gemini.google.com/app/bac1852d7e953d0b
[3] წყარო – https://www.worklearning.com/2006/05/01/people_remember/