როგორ დავგეგმოთ ლექცია 21-ე საუკუნეში
კურსის შესახებ
თანამედროვე სწავლების საფუძვლების ცოდნა მასწავლებლისთვის არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც საძირკველი შენობისთვის. ლექციასა და ტრენინგს შორის განსხვავების მკაფიოდ დანახვა საშუალებას მოგცემს ობიექტურად შეაფასო და არგუმენტირებულად დააფასო საკუთარი შრომა. სწავლების მეთოდების პირამიდის ცოდნა დაგეხმარება უკეთ გაიგო, თუ სწავლების რომელი მეთოდი, ან მეთოდთა კომბინაცია უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს მოცემულ სიტუაციაში. სწავლების მიზნებისა და პრინციპების ცოდნა საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო სიღრმისეულად გააანალიზო სწავლისა და სწავლების პროცესი, როგორც დაგეგმვის, ისე სწავლების ეტაპზე. სწავლების თეორიების შესწავლა კი, საშუალებას მოგცემს უფრო მაღალ დონეზე აიყვანო საკუთარი პროფესიული უნარები. შედეგად გახდები უფრო კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და თვითკმარი მასწავლებელი.